Wednesday, May 30, 2012

დიალოგების II სერია თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები – დისკუსიები საზოგადოებასთან


გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ ყოველი ღონისძიების თარიღი, დრო და თვალყური ადევნოთ  facebook შეტყობინებებს

 გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ


დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან


სერიიდან მერვე დიალოგი: სახელოვნებო განათლების აქტუალური საკითხები


03.07.2012   18.30


(სახელოვნებო) განათლების სისტემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ანგლო-საქსურ საუნივერსიტეტო მოდელზე გადავიდა, რომელიც ევროპის სივრცეში ბოლონიის ხელშეკრულებით არის ცნობილი. საქართველოს განათლების სისტემა ბოლონიის ხელშეკრულებას შეუერთდა.
დღეს ათ წელზე მეტია გასული, რაც ევროპის საუკეთესო სახელოვნებო ინსტიტუტებმა ბოლონიის რეფორმა გაიარეს. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს საშუალება მათ გამოცდილებებს გავეცნოთ და ამით ქართულ რეალობაში ბოლონიის რეფორმის მეტად წარმატებული ასიმილაცია მოვახდინოთ.
განათლება განსაზღვრავს მომავლის ადამიანის ცნობიერებას, შესაბამისად ის უნდა წარმოადგენდეს უპირველეს პრიორიტეტს ყველა საზოგადოებაში.
ბოლონიის რეფორმის გარდა დიდი სახელმწიფო სახელოვნებო ინსტიტუტები სხვა სირთულეების წინაშეც დგანან. ერთერთი ასეთი საკითხი თვით სისტემური მოუქნელობაა. მათგან განსხვავებით არააკრედიტირებული, მცირე სახელოვნები ინსტიტუტები საკმაოდ მარტივად ახდენენ ახალ ისტორიულ რეალობაში აქტუალური მიმართულებების/პროფესიების დანერგვას და განვითარებას, სწორედ მათი ბიუროკრატიისგან თავისუფალი სტრუქრურის გამო. აუცილებლად უნდა ხდებოდეს ამ გამოცდილებების ანალიზი და გაზიარება.




მოდერატორი: ვატო წერეთელი – მხატვარი


მონაწილეები:


ირინ პოპიაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ნოშრევან ჩხაიძე – თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რეზო კიკნაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი
ეკატერინე გაბუნია – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი

მისამართი: თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 კორპ. დ.აღმაშენებლის # 40, შიდა ეზო.



გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ

დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 

სერიიდან მეშვიდე დიალოგი: ხელოვნება საჯაროს სივრცეში


31.05.12 18.30 ვარდების რევოლუციის მიწისქვეშა გადასასვლელი, შესასვლელი ელბაქიძის დაღმართის მხრიდან.



დისკუსია თემაზე: რა არის ხელოვნება საჯარო სივრცეში და რა ღირებულება აქვს მას? ხელოვნება საჯარო სივრცეში, როგორც დემოკრატიის და თავისუფლების გამოხატულების ფორმა.

მაგალითები მსოფლიო მასშტაბით და ახალი პროექტები, როგორიც არის http://www.newpatrons.eu/ პროგრამა, სადაც ნებისმიერ ინდივიდს ან ჯგუფს შეუძლია თავად გახდეს ხელოვნების ნამუშეშევრის ინიციატორი. 

საბჭოთა რეჟიმის დროის ხელოვნების მიმოხილვა: ქანდაკება და მოზაიკა, 90-იანი წლების მაგალითები და ბოლო დროს საქართველოს მასშტაბით გახორციელებული პროექტები საჯარო სივრცეში.

ასევე street art-ის მაგალითები როგორც საერთაშორისო ასევე თბილისის მაგალითზე.




მოდერატორი:
ნინი ფალავანდიშვილი - კურატორი, გეოეარი

მონაწილეები:
ლალი პერტენავ - ხელოვნებათმცოდნე
მამუკა ცეცხლაძე - ხელოვანი
რუსიკო ოატი - New Art Union დირექტორი, კურატორი
თათა მუსხელიშვილი - კულტუროლოგი
ალექსი სოსელია - ფოტოგრაფი


დისკუსია ტარდება პროექტის SPACES: undergo. the parallels ფარგლებში http://undergotheparallels.wordpress.com/ 


გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ

დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 

სერიიდან მეექვსე დიალოგიკულტურის პოლიტიკა: დაფინანსების ალტერნატიული წყაროები და შესაძლო საკანონმდებლოცვლილებები

27.04.12 18.30

შეხვედრის თემაა კულტურის დაფინანსების არსებული შესაძლებლობები და პოლიტიკა. განხილული იქნება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკა, დაფინანსების სხვადასხვა ალტერნატიული წყაროების არსებობა და მათი გამოყენების პერსპექტივები, საკანონმდებლო სისტემის შესაძლო ცვლილებები, რომლებიც მიმართული იქნება კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კულტურის პროექტების დაფინანსების სტიმულირების ხელშეწყობაზე. შეხვედრაზე მოწვეული არიან როგორც სახელმწიფო, ისე დამოუკიდებელი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაცნობებთ, რომ კულტურის სამინისტროს განაწესის თანახმად გვესაჭიროება შეხვედრაზე დასწრების მსურველთა პირადი მონაცემები (სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი) რათა მოხდეს მონაწილეთათვის საშვების დაშვება.

მოგმართავთ თხოვნით: თუ სავარაუდოდ გსურთ შეხვედრაზე დასწრება, თუ შეიძლება, მოგწერეთ ამის შესახებ არა უგვიანეს ორშაბათისა (23:00) შემდეგ მაილზე: infogeoair@gmail.com

წინასწარ გიხდით ბოდიშს ამ უხერხულობისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ გვეწვევით.

მოდერატორი: თამარ ჯანაშია – კულტურის და მენეჯმენტის ლაბორატორიის წარმომადგენელი

სტუმრები:

ზვიად მჭედლიშვილი – ექსპერტი კულტურის პოლიტიკის საკითხებში
კონსტანტინე ნაცვლიშვილი – კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი



გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიაწარმოგიდგენთ
დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 
სერიიდან მეხუთე დიალოგი: ქალაქი და თანამონაწილეობა

15.03.12 18.00 
დისკუსია შეეხება ერთ ერთ პრობლემატურ თემას ურბანულსივრცეშიროგორიცაა მოქალაქეთა მონაწილეობა სივრცისდაგეგმვისგანკარგვისა თუ ტრანსფორმაციის დროსგადაწყვეტილებების მიღების პროცესშისაუბრისას ძირითადიაქცენტები გაკეთდება მოქალაქეთა მონაწილეობისშესაძლებლობებზე ქალაქის განვითარების შესახებგადაწყვეტილებების მიღების პროცესშიმოხდება საერთაშორისოკონვენციების (მაგორჰუსის კონვენციადა ეროვნულიკანონმდებლობის მიმოხილვაეროვნულ დონეზე ძირითადიპრობლემების და საჭიროებების გამოყოფაასევე მოხდებაკონკრეტული შემთხვევების განხილვა - ცალკეული შენობების,სივრცეების ბედით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფებისმცდელობები გადაწყვეტილებაზე გავლენისმოხდენისათვის.დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულიარიან როგორც თბილისის მუნიციპალიტეტისასევე სამოქალაქო დაპროფესიული საზოგადოების წარმომადგენლებიაღნიშნულ თემაზეპროფესიული თვალსაზრისი წარმოადგენილი იქნება როგორცარქიტექტურულიასევე სამართლებრივი კუთხითაც.მოდერატორირუსუდან მირზიკაშვილი - ურბანრეაქტორისტუმრები:

-
 დავით ზარდიაშვილი იურისტი
- ალეკო ელისაშვილი - თბილისის ჰამქარი
- ნატო ცინცაბაძე – არქიტექტორ-რესტავრატორ/ ICOMOSსაქართველო
- მარინა ხატიაშვილი ხელოვნებათმცოდნე
მისამართიეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა .ალექსიძის . 1კორპსპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია (უმოკლესი გზა: swatch-ის მაღაზიის უკან კიბეებით)